27 დეკემბერი, 2018

მაია დარსმელიძის უარი საახალწლო კონცერტში მონაწილეობაზე

მაია დარსმელიძის უარი საახალწლო კონცერტში მონაწილეობაზე მომღერალმა მაია დარსმელიძემ თბილისის მერიისგან მიიღო მიწვევა, მონაწილეობა მიეღო საახალწლო კონცერტში, თუმცა მან უარი განაცხადა:

“ყველაზე მეტად რაც ეხლა მაინტერესებს, არის იმ “კოლეგების” სახეები, რომლებიც საახალწლო კონცერტებიდან ჩემს დაბლოკვას ითხოვდნენ და დიდი იმედი ჰქონდათ, რომ ამ ოცნებასაც აისრულებდნენ.

მოკლედ, მივიღე შემოთავაზება და საახალწლო გალას სიაშიც ვწერივარ…. ერთადერთი, რაც ყველაზე ძალიან მინდოდა, მინდოდა, რომ ვიღაც უნიჭო, გაურკვეველი მომღერლუშკები დარწმუნებულიყვნენ, რომ ჩემს სადმე მონაწილეობა-არმონაწილეობას ვერ გადამიწყვეტენ. იმედია დარწმუნდნენ.

ეხლა კი დროა გავაჟღერო ჩემი დამოკიდებულებაც:

დასაფასებელია მერიის მხრიდან გადადგმული ეს ნაბიჯი და დიდი მადლობა ამისთვის, მაგრამ ამ კონცერტში მონაწილეობას არ მივიღებ.”