Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

კახი კავსაძეს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა

3 დეკემბერი, 2018

კახი კავსაძეს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდარუსთაველის თეატრის მსახიობს კახი კავსაძეს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.

ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი ავრცელებს:

“ჩვენი თეატრის ერთგულ მაყურებელს, განსაკუთრებით კი მათ, ვისაც სურს დაესწროს სპექტაკლს „ანტუანი და პატარა უფლისწული“ – გაცნობებთ, რომ ამ თვეში დაგეგმილ წარმოდგენაში ცვლილებაა.

ვინაიდან ყველასთვის საყვარელ მსახიობს, ბატონ კახი კავსაძეს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა, გარკვეული პერიოდი სცენაზე თამაშს ვერ შეძლებს, თუმცა დაგეგმილი წარმოდგენები აუცილებლად შედგება.

კახი კავსაძეს მისი ვაჟი, ამ სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი, ირაკლი კავსაძე შეცვლის, რომელიც ვაშინგტონიდან საგანგებოდ მოემგზავრება საქართველოში.

იმედი გვაქვს, ბატონი კახი მომდევნო თვეებში დანიშნულ სპექტაკლებში თამაშს შეძლებს და მთელი თეატრის სახელით მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ!”