7 დეკემბერი, 2018

კახი კავსაძე: “რა არის სიყვარული?”

კახი კავსაძე: "რა არის სიყვარული?"თეატრისა და კინოს მსახიობისთვის კახი კავსაძისთვის სიყვარული უბრალო სიტყვები კი არა, საქმით და ქცევით გამოხატული ქმედებაა:

“რა არის სიყვარული?

სიყვარული არის, როცა ულაპარაკოდ დათმობ შენს სიცოცხლეს. ყველაზე ძვირფას რომ დათმობ – ეს არის სიყვარული.

მე მიყვარხარ – იტყვიან… რა მიყვარხარ… რას ჰქვია მიყვარხარ.
საქციელში და ქმედებაში უნდა იყოს ეს გამოხატული…
როცა შენ ყველაზე ძვირფას დათმობ, აი, მაშინ ამბობ თურმე – მიყვარხარ…

მე ბელას ისე ვაღმერთებდი, რომ არავისთვის მემეტებოდა, საკუთარი თავისთვისაც კი. არასოდეს მითქვამს “მე შენ მიყვარხარ“. ამის თქმა როგორ შეიძლება? ისე ვიქცეოდი, რომ უნდა მიმხვდარიყო. მე ვიცოდი, რომ ის ჩემთვის მოკვდებოდა და მან იცოდა, რომ მე მისთვის მოვკვდებოდი.“