28 დეკემბერი, 2018

ია სუხიტაშვილი: “გოგებაშვილის დედაენა ვერ გვიქაჩავდა?!”

ია სუხიტაშვილი: "გოგებაშვილის დედაენა ვერ გვიქაჩავდა?!"კითხულობს რუსთაველის თეატრის მსახიობი ია სუხიტაშვილი და იაკობ გოგებაშვილის დედაენის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება:

“ეტყობა პრობლემა ჩემშია, ვერ ვხვდები რა ხდება, რატომაა გოგებაშვილის დედაენაზე ამხელა დისკუსია და რატომ გაიყო ერი ამის გამო ორად?!

პირველ კლაში ბავშვი სწავლობს წერა კითხვას, ხომ ასე?! ნუ, პირველ რიგში ყოველშემთხვევაში?! სწავლობს “ი” რომელია, მერე მის წერას, მერე “ა”-ს და მის წერას. რატო გოგებაშვილის დედაენა ვერ გვიქაჩავდა ამ ამბავს? ანუ ეხლა “ჯ” ასოთი გნებავთ დავიწყოთ ბგერების შესწავლა თუ “წ” ასოთი?

რას აწვებით გააგებინეთ რა ხალხს ცოტა სიღრმისეულად და საერთოდ რას ჰგავს სკოლის პროგრამა ა?! ეს მოწონთ ისე რამე რომ იყოს? იქნებ ილია ჭავჭავაძის შემოქმედებაც ძველ მოდურია და სტანდარტებს არ შეესაბამება და ვაჟა იქნებ საერთოდ ამოვიღოთ მასალიდან?

ვეღარ ვხვდები, რა გინდათ მართლა?! რასაც თვალს მოვკრავ ჩემი შვილის სახელმძღვანელოში განსაკუთრებით ლიტერატურის კუთხით, ის, რა ლექსებსაც აძალებთ რომ იწავლონ, აი ეგააა სიდებილე და არა გოგებაშვილი და ილია.”