26 დეკემბერი, 2018

გია ნიკოლაძე: “რა გვჭირს, რა ხდება ვინ იცის?”

გია ნიკოლაძე: "რა გვჭირს, რა ხდება ვინ იცის?"კითხულობს მომღერალი და პოეტი გია ნიკოლაძე და გული სწყდება, რომ ერთმანეთის ქილიკი ქართველებმა ყოველდღიურობად გავიხადეთ:

“ნეტავ ვინა ვართ ქართველო,
მოდი გავიდეთ განზე.
მოდი კაცურად ვიმსჯელოთ
ქვეყნიურ ანი ბანზე.
ერი რომ ავად გამხდარა
ამას რად უნდა მსჯელობა,
ნაბდად ქილიკი გვახურავს
ქუდად კი უდარდელობა.
ბაქია არხეინების
ესკადრონი ვართ მფრინავი.
სტუმრებისათვის ღვთისშვილი,
შინ კი ურჩხული მბრდღვინავი!
გამარჯვების თქმის მაგივრად
ბაროთი მივესალმებით.
მშვიდობით? პაკა დავაი!
პრივეტებით და სპალნებით!
ზდაროვა ბრატ ჯან რავა ხარ
კაენჩიკს ესმის ყომარი!
ახლო მეზობლის სცენარის
თანმიმდევრობით რომ არი!
ბოდიშის მოხდის გვრცხვენია!
იზვინი არის ადვილი!
მადლობა გვეთანაღრება!
და სპასიბაა ნამდვილი!
რა საშინელი სენია
რა გვჭირს რა ხდება ვინ იცის?
რისი გვრცხვენია სიკეთის?
თუ კაცობის და სინდისის?!
ბრატ როგორა ხარ ზდაროვა,
სპასიბა, მიდი, დავაი.
აფსუს აფსუას ტომები
და ოსის ტროსის ტრამვაი!
შოთა, ილია, აკაკი
ვათრიეთ სიტყვა ცხადზედა!
ვაჟა, გალა და ნიკალა
დავკალით განაცხადზედა!
დღესაც იგივე გრძელდება
კაენას პახმელიაზე!
ძმები? ბრატებზე გავცვალეთ!
რერო კი ჯანაიაზე!
კითხვა აქვს ამ ჩემს სუფლიორს,
მანქანაა თუ მაშინა,
ასე რამ გაგვაბოროტა
ან ასე რამ შეგვაშინა?!”