1 დეკემბერი, 2018

გელა ჩარკვიანი: “საბჭოთა კომუნიზმი უნიჭო და უინიციატივო ხალხის სამოთხე იყო”

გელა ჩარკვიანი: "საბჭოთა კომუნიზმი უნიჭო და უინიციატივო ხალხის სამოთხე იყო"– ამიტომაც მას უნიჭოები, უუნაროები და „ჟულიკები“ მისტირიან, – აცხადებს მწერალი და მუსიკოსი გელა ჩარკვიანი თავის წიგნში “ნაგერალა”:

“ანდროპოვს დღემდე რომ ეცოცხლა, ვერც დამოუკიდებელი საქართველოს ელჩი გავხდებოდი, ვერც წიგნს გამოვუშვებდი, ვერც ნოტებს და ვერც დისკებს.

საბჭოთა კომუნიზმი უნიჭო და უინიციატივო ხალხის სამოთხე იყო. მათი უნიჭობის კომპენსაციას სახელმწიფო ნიჭიერთა შეზღუდვით ახორციელებდა. ამიტომაც მას უნიჭოები, უუნაროები და „ჟულიკები“ მისტირიან.”