19 დეკემბერი, 2018

ეკა კვალიაშვილი გვემშვიდობება

ეკა კვალიაშვილი გვემშვიდობებამომღერალი ეკა კვალიაშვილი გვემშვიდობება. ხელოვანი სრულიად საქართველოს მიმართავს და აცხადებს, რომ ძალიან დაიღალა:

“ჩემო კარგო საზოგადოებავ, ძალიან მაგრად მიმიქარავს, რომ ასე მყვარებია საკუთარი ქვეყანა, საკუთარი ხალხი, საკუთარი ქართველობა.

აღარც გიმღერებთ და არც საჭიროა. ისე გავიდა წლები, ერთხელ არ მიგრძვნია მონატრება, არა ვარ საჭირო აქ? ნახვამდის. ძალათ არავის ავკიდებ ჩემს არსებობას, (შეჩვეული კი არის საქართველო) ერთგულებისთვის და თავდადებისთვის ამ პასუხს ვიღებ.

კი ბატონო, სულ ერთია ვინ ხართ! შინაური თუ გარეული, რასაც ვიგრძნობ, იმას მიიღებთ ჩემგან. აქედან შორს! მერე ისევ აქ დაბრუნება, მაგრამ სხვა სტატუსით! ეხება ყველას, ვისაც ეხება!

უბრალოდ ვიტყვი ხმამაღლა, არა ვიყვირებ – დ ა ვ ი ღ ა ლ ე!”