Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ეძღვნება დავით გურამიშვილს

9 დეკემბერი, 2018

ეძღვნება დავით გურამიშვილს პოეტი დავით გურამიშვილი არაერთი შემოქმედის მუზა გამხდარა. გამონაკლისი არც ილია ჭკადუაა, რომელიც მკითხველში ვაჩე რაინდელის ფსევდონიმით არის ცნობილი. ახალგაზრდა პოეტმა დავით გურამიშვილს ლექსი მიუძღვნა:

“გორის უბნიდან აჰყვა სიტურფე,
მგოსნის ხელმარჯვე გონების ნაპირს
და მადლმოსილი ქნართა სიურჩე
ქართლის დროებას ამაყად აწვიმს.
ლამისყანაში მზე ითხოვს სევდას,
მოქრის ღრუბელი შავ ტორებს გაშლის
და დაღესტანში ლეკს ნერგი შეჰყავს,
როგორც ღამეში მთვარის თავშალი.
ვეღარ იყოფენ ჩვენს მიწას მტერნი
და გადახიზნულ ფესვთა საუნჯეს,
ტანჯავენ უღვთო გონებით ბრგენი,
მოწყვეტილ ვარსკვლავს, მზე საუკუნეს.
მრავალნატანჯ გულს, უხმოდ ნატარებს,
მუდამ თან სდევდა ფიქრი მამულის.
წამებულს ბედი სად არ ატარებს…
არსად არ სტოვებს სინდისს წარსული.
ბაგდებურგში თუ ლეკთ ტყვეობიდან,
მაჯებს დაიხსნის გურამიშვილი,
სული გულს ასწევს ბნელი წყობიდან
და გარბის ღამით კვალი ცისშვილის.
სამშობლოსაგან მოწყვეტილ ფესვებს,
აღარ ეღირსა მიწა მზიანი
და დაუტოვა შვილებს სანერგედ,
“ქართლის ჭირი” და დავითიანი.”