10 დეკემბერი, 2018

დემნა გვასალია ახალ კოლექციას მავთულხლართების ფოტოთი აანონსებს

დემნა გვასალია ახალ კოლექციას მავთულხლართების ფოტოთი აანონსებსდემნა გვასალიას მიერ შექმნილი ბრენდის VETEMENTS გაზაფხული-ზაფხული 2019-ის ახალი კოლექციის ჩვენება 17 იანვარს გაიმართება.

ქართველმა დიზაინერმა ახალი კოლექციის ჩვენება სოციალურ ქსელში მავთულხლართების ფოტოთი დააანონსა და, როგორც მოსალოდნელი იყო, დიდი ინტერესი გამოიწვია.

დემნამ თავისი ორიგინალური კოლექციებით კარგა ხანია მსოფლიო მოდის სამყარო აალაპარაკა, ამიტომაც მის ახალ კოსტიუმებს ყველა დიდი ინტერესით ელოდება.

დემნა გვასალია ახალ კოლექციას მავთულხლართების ფოტოთი აანონსებს