27 დეკემბერი, 2018

ანრი ჯოხაძის საახალწლო საჩუქარი

ანრი ჯოხაძის საახალწლო საჩუქარიმომღერალმა ანრი ჯოხაძემ ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე დღით ადრე, სრულიად საქართველოს ახალი სიმღერა და ვიდეორგოლი შესთავაზა.

სიმღერა ანრის დედამ, კომპოზიტორმა რუსუდან ჩხაიძემ დაწერა, სიმღერისთვის ვიდეორგოლი კი ანრიმ თავად გადაიღო.

“თოვს და თოვს” – ასე ჰქვია სიმღერას, რომელსაც ანრი ჯოხაძე, ბიგ თიკო და “მეკო სტუდიოს” პატარა მომღერლები ასრულებენ.