18 დეკემბერი, 2018

3 ბენეფიციარისთვის დაგეგმილ საქველმოქმედო კონცერტს ჩაშლა ემუქრება

3 ბენეფიციარისთვის დაგეგმილ საქველმოქმედო კონცერტს ჩაშლა ემუქრება19 დეკემბერს საქველმოქმედო ფონდის “ცხოვრება მშვენიერია” მიერ თბილისის საკონცერტო დარბაზში დაგეგმილია საქველმოქმედო კონცერტი 23 წლის ლუკა ალიბეგაშვილის, 32 წლის ანა მამულაშვილის და 15 წლის ქეთი ქარუმიძის გადასარჩენად.

კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ თბილისის ბიგ ბენდი, ქართული ხმები, სამეფო ნაციონალური ბალეტი ფოცხიშვილები, ლელა წურწუმია, მაკა ზამბახიძე და ბენდი ნონსტოპი.

ინფორმაცია კონცერტის ჩაშლის შესახებ მსახიობმა ნატო გაგნიძემ გაავრცელა:

“უკვე მეორედ დგას ჩაშლის საფრთხის წინაშე ეს საქველმოქმედო კონცერტი რომელიც 3 ბენეფიციარის დასახმარებლადაა დაგეგმილი. ასეთი თხოვნა-მოწოდებები, სამწუხაროდ, ძალიან ბევრია, ვიცი, მაგრამ მაინც გთხოვთ, გაავრცელოთ და თუ შესაძლებლობა გექნებათ, ბილეთებიც შეიძინოთ.”