7 ნოემბერი, 2018

უნიჭიერეს მხატვარს შორენა ტატურაშვილს დახმარება სჭირდება

უნიჭიერეს მხატვარს შორენა ტატურაშვილს დახმარება სჭირდებაახალგაზრდა ნიჭიერ მხატვარს შორენა ტატურაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება.

სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. მას უმძიმესი დიაგნოზი დაუსვეს და თავის ტვინზე გადაუდებელი ოპერაცია ესაჭიროება.

ინფორმაცია ამის შესახებ სამხატვრო აკადემიის რექტორმა გია გუგუშვილმა გაავრცელა:

“უნიჭიერეს ახალგაზრდა მხატვარს, სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულს, პიერ ჰესლერის სახელობის პრემიის ლაურეატს შორენა ტატურაშვილს ჩვენი საზოგადოების დახმარება სჭირდება. შორენას მძიმე დიაგნოზი დაუსვეს და თავის ტვინზე სასწრაფო ოპერაციას ელოდება.

ვისაც ერთხელ მაინც უნახავს შორენას სულისშემძვრელი ნამუშევრები, არასდროს დაავიწყდება მისი სევდიანი პერსონაჟები სიზმარივით უცნაურ გარემოში; მათი დამფრთხალი სულის ფეთქვას მაყურებელი გულწრფელად თანაუგრძნობს და ამ განცდის წყალობით თავადაც უფრო კეთილი და გულმოწყალე ხდება.

აკადემიის პედაგოგები და სტუდენტები მზად არიან შორენას დასახმარებლად საუკეთესო ნამუშევრები გამოიტანონ საქველმოქმედო აუქციონზე, რომელიც გაიმართება მალე. მობრძანდით და მონაწილეობა მიიღეთ აუქციონში. არ მივცეთ ამ ხალასი ნიჭის სხივს ჩაქრობის საშუალება; ის ხომ ნამდვილ ვარსკვლავად უნდა იქცეს თანამედროვე ქართული ხელოვნების კაბადონზე.

თანხის გადარიცხვა შესაძლებელია საბანკო ანგარიშზე:

GE70TB7644545061100087

მიმღები: Murmanai Taturashvili