24 ნოემბერი, 2018

თორნიკე გოგრიჭიანის გრან პრი საფრანგეთში

თორნიკე გოგრიჭიანის გრან პრი საფრანგეთშიმუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობმა თორნიკე გოგრიჭიანმა საფრანგეთში გრან პრი დაიმსახურა.

ფესტივალზე ”Troyes Festival du Court Métrage” მსახიობმა მთავარი პრიზი არა როგორც მსახიობმა, არამედ როგორც კინორეჟისორმა მიიღო – თორნიკე გოგრიჭიანის სადებიუტო მოკლემეტრაჟიანი ფილმი “ანდრო” საუკეთესოდ დასახელდა.

ფილმმა გასულ წელს თეირანის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალზეც გაიმარჯვა.