25 ნოემბერი, 2018

ტერენტი გრანელი: “ღმერთო! გამაფრინე და ქრისტე მაჩვენე”

ტერენტი გრანელი: "ღმერთო! გამაფრინე და ქრისტე მაჩვენე"

პოეტი ტერენტი გრანელი სულიერმა დეპრესიამ სრულიად ახალგაზრდა 37 წლის ასაკში შეიწირა.

აკაკი ანდრიაშვილი იგონებს: „ტერენტის დაეწყო კოშმარული ჰალუცინაციები. ეჩვენებოდა, ვითომ იქ, სადაც იატაკი მიწურისა იყო, შუაღამისას მისი გარდაცვლილი მამა წამოიწევდა. მერე დაიწყებდა ტერენტისთან საუბარს, მაგრამ არა პირდაპირ, უშუალოდ, არამედ ვითაც მესამე პირის მეშვეობით. ეს ვიღაც მესამე პირი გადასცემდა ტერენტის მამის ნათქვამს. საჭირო იყო რაიმე ზომების მიღება, თორემ ტერენტი საშინელი საფრთხის წინაშე იყო.“

“ღმერთო! დამამშვიდე და ძილი მაღირსე” – ასე სრულდება პოეტის ერთ-ერთი ლექსი, რომელიც ალბათ მისი სულის გამოძახილია:

“წამი აღმაფრენის
და ფიქრი ნაჩვევი.
ღმერთო! გამაფრინე
და ქრისტე მაჩვენე.
ხელს მაღლა აგიშვერს
ცოდვა ადამისა
ღმერთო! გამაგიჟე
და შენვე დამიცავ.
ნეტავ ზღვის ძახილზე
გრიგალს გავეტაცე.
ღმერთო! გამაღვიძე
მე სხვა პლანეტაზე.
მიმაქვს პანაშვიდი,
ვარ ღია ბაღისებრ.
ღმერთო! დამამშვიდე
და ძილი მაღირსე.”