1 ნოემბერი, 2018

სვიმონ დადიანი – ქართველი მოდილიანის დაბრუნება

სვიმონ დადიანი - ქართველი მოდილიანის დაბრუნებასვიმონ (სიმონიკა) დადიანს ქართველი მოდილიანი უწოდეს. მისი უნიკალური კოლექცია საქართველოში ხელოვნების სასახლის ხელმძღვანელის გიორგი კალანდიას და მისი თანამოაზრეების თავდაუზოგავი შრომის შედეგად დაბრუნდა. ახლა კი მისი ნამუშევრების ალბომიც გამოიცა.

გიორგი კალანდია, ხელოვნების სასახლის დირექტორი:

“დიდი ხნის შრომის და ფიქრის შედეგი, სვიმონ დადიანის ალბომი გამოვიდა. ეს ის სიმონიკაა, რომელსაც ქართველ მოდილიანს ვეძახით და რომლის ნამუშევრები შარშან პარიზიდან ჩამოვიტანეთ. ამხელა ფერწერული კოლექცია საქართველოს მანამდე არ მიუღია, ასეთი შენაძენი ქვეყნისთვის იშვიათია.

ყველას დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, განსაკუთრებით მია ღვინიაშვილს, მიხეილ და ლია ვოდეებს, მერი ხარაიშვილს და ირაკლი ზამბახიძეს. როცა ეს ალბომი შემომიტანეს, იმ წუთის დაკიდებული მქონდა ყურმილი ჩემს ორ მეგობართან, რომელთა აზრს ჩემთვის ყოველთვის დიდი და წონადი მნიშვნელობა ჰქონდა, ამიტომაც გადავიფიქრე ახლა მოვაწყო ამ წიგნის პრეზენტაცია და სიმონიკასადმი მიძღვნილი გამოფენა, რადგან ეს ძალაუნებურად წინასაარჩევნო პროპაგანდად ჩამეთვლება.

იმ ადამიანსაც ახლა საჯაროდ ვერ ვეტყვი მადლობას, რადგან ისეთ საზოგადოებაში ვცხოვრობთ, რომ ეს ცუდად იქნება გაგებული, არადა ის რომ არ ყოფილიყო, ამ კოლექციას საქართველო ალბათ დიდხანს ვერ იხილავდა…

თბილისის მერიას და სოფო ხუნწარიას კი როგორც მოქალაქემ, მინდა ვუთხრა მადლობა ამ კატალოგის მხარდაჭერისათვის. არჩილ გელოვანი რომ არ ყოფილიყო ამ დიდი განძის სამშობლოში ჩამოტანა შეუძლებელი იქნებოდა.

ასე რომ, სიმონიკას გამორჩეულ გამოფენაზე და კატალოგის პრეზენტაციაზე ხელოვნების სასახლეში არჩევნების დასრულების შემდეგ დაგპატიჟებთ.”

სვიმონ დადიანი - ქართველი მოდილიანის დაბრუნება

სვიმონ დადიანი - ქართველი მოდილიანის დაბრუნება

სვიმონ დადიანი - ქართველი მოდილიანის დაბრუნება