27 ნოემბერი, 2018

“სპანჩ ბობის” შემქმნელი სტივენ ჰილენბერგი გარდაიცვალა

"სპანჩ ბობის" შემქმნელი სტივენ ჰილენბერგი გარდაიცვალა ცნობილი ანიმაციის “სპანჩ ბობი კვადრატულ შარვლიანი” შემქმნელი სტივენ ჰილენბერგი 57 წლის ასაკში გარდაიცვალა.

უცხოური მედიის ინფორმაციით, ჰილენბერგის გარდაცვალების მიზეზი ამიოტროფული გვერდითი სკლეროზი გახდა. დაავადება სტივენს გასული წლის მარტში დაუდგინეს.

“სპანჩ ბობის” პირველი სერია 1999 წლის პირველ მაისს გამოვიდა და უკვე 250 სერიას აერთიანებს. ანიმაციურმა ფილმმა არაერთი პრემია დაიმსახურა და 60-მდე ენაზე ითარგმნა.