Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

რეზო გაბრიაძე მსოფლიო ყურადღების ეპიცენტრში

23 ნოემბერი, 2018

რეზო გაბრიაძე მსოფლიო ყურადღების ეპიცენტრშირეჟისორი, მხატვარი, მწერალი და სცენარისტი რეზო გაბრიაძე მსოფლიო ყურადღების ცენტრშია.

მისი ერთ-ერთი ბოლო ნამუშევრით – ანიმაციური ფილმით “ჰარი ჰარალე დედაო” უცხოელი ჟურნალისტები დაინტერესდნენ.

მათ ანიმაციასთან დაკავშირებით 1-წუთიანი ფილმი მოამზადეს, რომელიც რეჟისორის მშობლიურ ქალაქ ქუთაისს და რეზო გაბრიაძის ახალ ნამუშევარს ეძღვნება.

ანიმაციურ ფილმში ხელოვანი თავისი ბავშვობიდან იწყებს თხრობას და ყველა იმ მნიშვნელოვან ეპიზოდს აერთიანებს, რომელიც მისი ცხოვრების 8 ათეული წლის განმავლობაში უმთავრესი იყო.

რა თქმა უნდა, ფილმის რეჟისორმა ყურადღების მიღმა არც სტალინი, ლენინი და  ჰიტლერი დატოვა.