4 ნოემბერი, 2018

ქართველმა მოცეკვავეებმა თურქეთში პირველი ადგილი მოიპოვეს

ქართველმა მოცეკვავეებმა თურქეთში პირველი ადგილი მოიპოვესთურქეთის ქალაქ ანკარაში საერთაშორისო კონკურსი გაიმართა, სადაც ქართველმა მოცეკვავეებმა თემურ ცნობილაძემ და თინათინ ჩიტიძემ სხვა კონკურსანტებს აჯობეს და პირველი საპრიზო ადგილი დაიკავეს.

კონკურსში სხვადასხვა ქვეყნის მოცეკვავეები მონაწილეობდნენ. ქართველებმა პირველობა არავის დაუთმეს და ღირსეული გამარჯვება მოიპოვეს.