10 ნოემბერი, 2018

ფოთის თეატრში დაშავებული ვასილ ჭითანავა გარდაიცვალა

ფოთის თეატრში დაშავებული ვასილ ჭითანავა გარდაიცვალაფოთის სახელმწიფო თეატრში ლიფტის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებული ვასილ ჭითანავა გარდაიცვალა.

უბედური შემთხვევა ფოთის თეატრში მისი საზეიმო გახსნიდან მალევე მოხდა. სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას სიმაღლიდან ვარდნის შედეგად, ვასილ ჭითანავამ მიიღო ხერხემლის წელის დახურული ტრამვა, ზურგის ტვინის კომპრესია, ქვედა პარაპლეგია, მენჯის ღრუს ორგანოების მოშლა და ქვედა კიდურებში მგრძნობელობა დაკარგა.

მის დასახმარებლად ფოთის თეატრმა საქველმოქმედო სპექტაკლიც ითამაშა და მთელი თანხა დაზარალებული თანამშრომლის ანგარიშზე გადარიცხა.