Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ფისოები, რომლებმაც იაპონიის მუზეუმი მსოფლიოს გააცნეს

21 ნოემბერი, 2018

ფისოები, რომლებმაც იაპონიის მუზეუმი მსოფლიოს გააცნესიაპონიაში, ხიროსიმას პრეფექტურაში მდებარეობს სამხატვრო მუზეუმი, რომელიც მსოფლიოში ცნობილი არა იქ დაცული ექსპონატებით, არამედ არც მეტი, არც ნაკლები ორი ფისოს წყალობით გახდა.

2016 წელს მუზეუმში შინაური ცხოველების ფოტოგამოფენა გაიხსნა. ექსპოზიციაზე მოხვედრა შავმა კატამ სცადა, თუმცა დაცვამ ის მალევე შეამჩნია და დაუპატიჟებელი სტუმარი გარეთ მიაბრძანა.

ამის შემდეგ კატა მუზეუმის ხშირი სტუმარი გახდა, თუმცა დაცვის წყალობით შენობაში ვერც ერთხელ ვერ მოხვდა.

მალე შავ კატას თანამოაზრე გაუჩნდა – ჟღალი ფისო, მაგრამ მუზეუმში შეღწევა ვერც მან მოახერხა.

თანამშრომლების ინფორმაციით, ფისოები კვირაში სამ-ოთხჯერ  ჯიუტად ცდილობენ როგორმე შევიდნენ შენობაში, თუმცა დაცვას ვერც ერთხელ ვერ დაუსხლტნენ ხელიდან.

ფისოები მუზეუმის თილისმანებად იქცნენ. პირველ სტუმარს კენ ჩანი – შავი კატა დაარქვეს, მეორეს კი – გოუ ჩანი – ჟღალი კატა. ფისოების წარუმატებელ ვიზიტებთან დაკავშირებული ფოტოები სოციალურ ქსელში ვრცელდება, რომელსაც ათასობით ადამიანი ადევნებს თვალს და კატებს გულშემატკივრობს.

ორივე ფისო ქუჩის კატაა, ისინი მუზეუმის სიახლოვეს ცხოვრობენ. მათ სულაც არ ეშინიათ დამთვალიერებლების, რომლებიც რიგში დგანან, რომ პოპულარულ ფისოებს ფოტოები გადაუღონ.

ფისოები, რომლებმაც იაპონიის მუზეუმი მსოფლიოს გააცნეს

ფისოები, რომლებმაც იაპონიის მუზეუმი მსოფლიოს გააცნეს