5 ნოემბერი, 2018

პაატა ბურჭულაძე: “ეშველა ჩვენს ფონდს”

პაატა ბურჭულაძე: "ეშველა ჩვენს ფონდს"ეს განცხადება საქველმოქმედო ფონდ “იავნანასთან” დაკავშირებით ოპერის მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ მას შემდეგ გააკეთა, რაც ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მოსახლეობას სპეციალური განცხადებით მიმართა:

“მოვისმინე ბატონი ბიძინა ივანიშვილის გულის ამაჩუყებელი აღიარება და ბოდიშების კორიანტელი. ამ განცხადებას ცრემლიღა აკლდა, რომელიც თვალებზე მომდგარი ჰქონდა, მაგრამ მას ეყო ვაჟკაცობა, რომ სახალხოდ არ ეტირა.

მჯერა მისი სიტყვების და დარწმუნებული ვარ, უკვე დარეკილი აქვს პროკურატურაში, რომ სასწრაფოდ შეწყვიტონ ეს სამარცხვინო საქმე ფონდ “იავნანას” წინააღმდეგ, რომელიც პროკურატურამ შეთხზა და უკვე დაბარებული ჰყავთ ცილისმწამებლები დაკითხვაზე.

ყოჩაღ ბატონო ბიძინა, მგონი ეშველა მთელ საქართველოს და ეშველა ჩვენს ფონდს.

P.S. ისე, ერთი რამ აკლდა თქვენს გულახდილობას: დედას გეფიცებით ამჯერად არ გატყუილებთ!”