მუხრან მაჭავარიანი იმ ქართველი პოეტების რიცხვშია, თვისთვისაც სიმართლე ყველაზე უწმინდესია.
მისი პატრიოტული და სიყვარულით სავსე ლექსები პოეზიის მოყვარულებში უდიდესი პოპულარობით სარგებლობს:
“არავინ ჩემი არ იცის ფასი,
არ ვიცი თვით მეც:
ითმენდეს, ქვეყნად არაა კაცი,
მე რასაც ვითმენ.
მე ჩემისავე ვარ ბედის ურჩი.
მე მოწყენილი ვარ სიხარულში.
და ყველა, –
ვისაც შაირში უჭირს, –
ოცნებობს, –
მომცხოს როგორმე ჭუჭყი.
არავინ ჩემი არ იცის ფასი.”