Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

მოზარდ მაყურებელთა თეატრის ახალი პროექტი პატარებისთვის

27 ნოემბერი, 2018

მოზარდ მაყურებელთა თეატრის ახალი პროექტი პატარებისთვის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი პატარა მაყურებელს ახალ პროექტს სთავაზობს.

8 დეკემბერს 12 საათზე, ექსპერიმენტულ სცენაზე ქართულ-გერმანული პროექტის ფარგლებში ლაიფციგის ახალგაზრდული თეატრი წარმოადგენს სპექტაკლს „რინცეკეტე“, რომელიც გათვლილია 3 წლიდან ბავშვებზე.

მოზარდ მაყურებელთა თეატრი პატარა მაყურებელს კიდევ ერთი სპექტაკლის პრემიერას სთავაზობს. 19 დეკემბერს, ექსპერიმენტულ სცენაზე წარმოდგენილი იქნება „სპლიყვიFant”, რომელიც მოზარდ მაყურებელთა თეატრისა და ლაიფციგის საბავშვო თეატრის კოპროდუქციას წარმოადგენს.

ასეთი სახის თანამშრომლობა პირველია მოზარდ მაყურებელთა თეატრის არსებობის ისტორიაში. გერმანულ-ქართული პროექტი გოეთეს ინსტიტუტის საერთაშორისო კოპროდუქციის ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება.

მოზარდ მაყურებელთა თეატრის ახალი პროექტი პატარებისთვის