29 ნოემბერი, 2018

მეტროს მომღერალი ზაზა სავჩუკი გარდაცვლილი იპოვეს

მეტროს მომღერალი ზაზა სავჩუკი გარდაცვლილი იპოვესმეტროს მომღერალი ზაზა სავჩუკი გარდაცვლილი იპოვეს.

ხელოვანი თბილისის მეტროს მეორე ხაზზე – სადგურის მოედნის ბაქანზე გიტარაზე უკრავდა და მღეროდა. ბოლო პერიოდში კი მუსიკოსი ახმეტელის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მღეროდა.

ინფორმაცია ზაზა სავჩუკის გარდაცვალების შესახებ მომღერალმა გელა გნოლიძემ გაავრცელა:

“R.I.P. გარდაცვლილი ნახეს, მეტი არაფერი ვიცი.”

ზაზა სავჩუკი არაერთხელ გამხდარა სიტყვიერი თუ ფიზიკური შეურაცხყოფის მსხვერპლი. თავის მძიმე ცხოვრებაზე მან “პროფილშიც” ისაუბრა.