10 ნოემბერი, 2018

ლევან კბილაშვილის საამაყო გამოსვლა რუსულ “ვოისში”

ლევან კბილაშვილის საოცარი გამოსვალა რუსულ "ვოისში" – სიმღერებს ვმღერი ქართულად, რუსულად, ინგლისურად, ესპანურად, მაგრამ ახლა იმიტომ ავირჩიე ეს სიმღერა, რომ მინდოდა თქვენთვის ჩემი საქართველო მეჩვენებინა, – ასე მიმართა მომღერალმა ლევან კბილაშვილმა რუსული “ვოისის” ჟიურის და დამსწრე საზოგადოებას.

ლევანმა ჟიურისთვის ბრმა ქასტინგზე ორი ქართული სიმღერა “პატარა გოგო დამეკარგა” და “ახ ტურფავ, ტურფავ” შეასრულა.

რუსული “ვოისის” მეშვიდე სეზონის ჟიურიში როკმუსიკოსი სერგეი შნუროვი, პროდიუსერი და კომპორზიტორი კონსტანტინე მელაძე, უკრაინელი მომღერალი ანი ლორაკი და რეპერი ბასტი არიან.

როგორც მოსალოდნელი იყო, ლევანს კონსტანტინე მელაძე შემოუბრუნდა და თავის გუნდში აიყვანა.