Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ლექტორი და სტუდენტები ეროვნული მუზეუმის შიდა ეზოდან გაყარეს

10 ნოემბერი, 2018

ლექტორი და სტუდენტები ეროვნული მუზეუმის შიდა ეზოდან გაყარესილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, ხელოვნებათმცოდნე სოფო კილასონია და მისი სტუდენტები სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმის შიდა ეზოდან დაცვამ გაყარა.

სოფო კილასონია:

“ეს არის საქართველოს ეროვნული მუზეუმის ცენტრალური შენობის, სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმის შიდა ეზო. უფრო სივრცე, იმიტომ რომ, ხედავთ რატომაც.

ჰოდა, დღეს დაცვამ არ მომცა საშუალება ჩემს სტუდენტებთან ერთად 10 წუთი გავჩერებულიყავი ამ სივრცეში. ბილეთებიც გვქონდა. ვიდრე კოლექციებს ნახავდნენ, პატარა შესავალი უნდა გამეკეთებინა. გრძელს სკამზე დავსხედით თუ არა… უფლება არ გაქვსო. დამესივნენ წელთან პისტოლეტჩამოკიდებული ადამიანები.

მაინტერესებს , რატომ? სინამდვილეში ბევრი ძალიან ცუდი რამე მოხდა დღეს, ამ “განდევნის” პროცესში, მაგრამ როცა ნერვიულობას შევწყვეტ და გავარკვევ, თუ რატომ მოხდა ასე, მერე გადავწყვეტ დავწერო თუ არა დეტალურად.

ახლა უბრალოდ მაინტერესებს, ჩემი მუზეუმის შიდა ეზოში რატომ არ მაქვს დგომის, ან ჯდომის უფლება? რომელი ბრძანება დგას თანამედროვე მუზეუმის იდეაზე მაღლა?

ველი საჯარო პასუხს. იმიტომ რომ სტუდენტებმაც წაიკითხონ, თუ რატომ გამოგვყარეს და არ მოგვცეს საშუალება ხელოვნებაზე გველაპარაკა.”