კომპოზიტორი დავით მალაზონია კომატოზურ მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს

კომპოზიტორი დავით მალაზონია კომატოზურ მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანესკომპოზიტორი, ეთნო-ჯაზ ჯგუფის “ირიაო” სამხატვრო ხელმძღვანელი დავით მალაზონია მალაზონია კომატოზურ მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ინფორმაცია ამის შესახებ ანი ლაღიძემ გაავრცელა:

“კომპოზიტორი, ეთნო-ჯაზ ჯგუფის “ირიაო” სამხატვრო ხელმძღვანელი დავით მალაზონია 3 ნოემბერს, პეკინის ქუჩაზე, სამარშრუტო ტაქსის ძლიერი დარტმის შედეგად გადაყვანილ იქნა თბილისის “რესპუბლიკურ” საავადმყოფოში კომატოზურ მდგომარეობაში, სახის ძვლებისა და ქვემო კიდურების მრავლობითი მოტეხილობით.

მალაზონიას ოჯახი მადლიერია თბილისის მერიიდან მოთხოვნილი დახმარების მიღებით 10.000 ლარის ოდენობით. იმდენად დიდია მკურნალობისა და სარეაბილიტაციო მომსახურების ხარჯი, რომ ოჯახმა აღარ იცის რა გზას დაადგეს. ოჯახი საბოლოო გადაწყვეტილებას ჯანდაცვის სამინისტროდან ელოდება.

გადადეთ მცირე ხნით საკუთარი საქმე და ვიფიქროთ ერთად, თუ როგორ დავუდგეთ გვერდში კომპოზიტორ დათო მალაზონიას, კონცერტი იქნება ეს, თუ სხვა სახის შემოწირულობა ფონდიდან თუ ბიზნეს სექტორიდან. მას ახლა სჭირდება ჩვენი თანადგომა!”