28 ნოემბერი, 2018

ხელოვნების სასახლეს უნიკალური განძი გადაეცა

ხელოვნების სასახლეს უნიკალური განძი გადაეცახელოვნების სასახლის მზრუნველთა საბჭოს ხელმძღვანელმა არჩილ გელოვანმა მუზეუმს მორიგი უნიკალური განძი გადასცა – 1864-1884 წლებში შექმნილი ფოტო ალბომი, რომელიც 200-ზე მეტ ფოტოს მოიცავს. აქ არის ძველი სტამბულის, პეტრიწონის მონასტრის, ბულგარეთისა და ყარსის ფოტოები, თუმცა ყველაზე საყურადღებოა ძველი თბილისის, ანანურის, დარიალის, ტაო-კლარჯეთის კადრები.

ალბომში შეტანილი ბევრი ფოტო დღემდე ფართო საზოგადოებისთვის უცნობი იყო.

არჩილ გელოვანმა ხელოვნების სასახლის საგანძურის გასამდიდრებლად არაერთი ქველმოქმედება განახორციელა, მათ შორის მუზეუმს შესწირა უნიკალური ფერწერული ტილოები, გრავიურები, მეფეთა პორტრეტები და ძველნაბეჭდი წიგნები.