22 ნოემბერი, 2018

ხელოვნების სასახლემ უნიკალური დღემდე გამოუქვეყნებელი საარქივო მასალები გამოსცა

ხელოვნების სასახლემ უნიკალური დღემდე გამოუქვეყნებელი საარქივო მასალები გამოსცახელოვნების სასახლემ უნიკალური დღემდე გამოუქვეყნებელი საარქივო მასალები ერთწლიანი თავდაუზოგავი შრომის შედეგად ერთ წიგნში გააერთიანა.

„1918-1920 წლების ქართული ხელოვნება“ – ასე ჰქვია 300-გვერდიან ფერად ალბომს.

გიორგი კალანდია, ხელოვნების სასახლის დირექტორი:

„1918-1920 წლების ქართული ხელოვნება“, თამამად შემიძლია ვთქვა რომ დემოკრატიული საქართველოს ხელოვნებაზე მანამდე ასეთი წიგნი არ არსებობდა, აქ შევიდა უნიკალური დღემდე გამოუქვეყნებელი საარქივო მასალები! იყო დიდი შრომა და თავდადება მთელი მუზეუმის შემოქმედებითი ჯგუფისა.

ამასთანავე იყო დიდი თავდასხმები, ხელის შეშლის არაერთი მცდელობა, ინტრიგები და დაბეზღებები, ამას კი აკეთებდა „მეცნიერთა“ ის ჯგუფი, რომელთაც დემოკრატიული საქართველო თავისი კუთვნილება და საფეოდალო ჰგონია, მიუხედავად ასეთი ბარიერებისა ჩვენ ეს შევძელით და ალბომი რესპუბლიკის 100 წლისთავზე მაინც გამოვიდა!

იყო დიდი თანადგომაც: მიხეილ ბატიაშვილის და მიხეილ გიორგაძის, ირინა საგანელიძის და ხათუნა კიკვაძის, მათი მხარდაჭერით შეუძლებელი შევძელით! დიდი მადლობა მინდა ვუთხრა წიგნის დიზაინერს, მხატვრული კონცეფციის ავტორს ირინა აბჟანდაძეს, ტექნიკურ მენეჯერს ირაკლი ზამბახიძეს, ასევე მერი ხარაიშვილს. ყველას ყველას ვინც ერთი წელი მუზეუმის საარქივო მასალებზე თავაუღებლივ მუშაობდა! დიდი მადლობა შორენა შავერდაშვილს და სეზანს, რომელთა ხელშიც უნიკალური ალბომი ფიზიკურად დაიბადა, ამაზე უთქვამთ „ძალა ერთობაშია“.

მალე ხელოვნების სასახლეში წიგნის პრეზენტაციაზე დაგპატიჟებთ!”