Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

გოჩა დათუსანი: “ეგ არაა დანაშაული?”

5 ნოემბერი, 2018

გოჩა დათუსანი: "ეგ არაა დანაშაული?"კითხულობს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საოპერო დასის მომღერალი გოჩა დათუსანი და მისთვის მტკივნეულ საკითხებზე დასმულ შეკითხვებზე პასუხებს ითხოვს:

“აქ ქალაქის ერთ-ერთი ბოსი ლაპარაკობს, რომ შეცდომები გვქონდა, მარა დანაშაული არ ჩაგვიდენიაო, შე ჩემი ცოდვით და 90% საქართველოს ცოდვით სავსე შენ!

დანაშაული არაა, როცა ხელფასის ნახევარი აღარ აქვს ხალხს? რასაც იღებდნენ 2012-მდე და იმის ნახევარს რომ ვერ ღებულობენ?
დანაშაული არაა მინისტრების გაპადვალება? და ვინ იცის კიდე ვისი…
დანაშაული არაა წინა ხელისუფლების დამნაშავეები კაბინეტებში რომ სხედან?

დანაშაული არაა მიწისქვეშებში პატარა ბავშვები ხელსახოცებს რო ყიდიან?
დანაშაული არაა მკვლელების ხელის დაფარება? გირგვლიანის საქმეზე ვინმე მაინც დაიჭირეს და თქვეს, რომ კონკრეტულად ამათ ჩაიდინეს დანაშაული და შემდეგ, რა თქმა უნდა, ნაადრევად გაათავისუფლეს, მარა ეხლა საერთოდ არავის არაფერზე პასუხი რომ არ მოეთხოვება?
დანაშუალი არაა პენსიონერი წამალს რომ ვერ ყიდულობს?

დანაშული არაა მედიაზე ზეწოლა? იყო და არ დასრულდა!
დანაშაული არაა იავნანას სახით უპატრონო ხალხს ელემენტარული დახმარება რომ შეუწყვიტეთ?
ქუჩა-ქუჩა დღესაც მიდის ხალხის ხოცვა და პასუხს არავინ აგებს!

დანაშაული არაა როცა 4000-ლარიანი ხელფასით სასახლეებს აიგებ ვიღაც მეასეხარისხოვანი პოლიტიკოსი და აგერ ჩემს საქმეში ერთ-ერთი წარმატებული ვარ და პრემიერი თეატრის და მიშენება ვერ გამირემონტებია?
დანაშაული არაა არანაირი რეაგირება საგარეო პოლიტიკაზე? ვისაც უნდა გადმოვა, ან მოგვიკლავს თანამოქალაქეს და ან საუკეთესო შემთხვევაში გაიტაცებს და ფულით ავაზვრატებს მერე! ეგ არაა დანაშაული?

რამდენი ჩამოგითვალოთ თქვე გაუმაძღრებო?
დანაშაული არაა ხალხი რო ვერ სუნთქავს ქალაქში და ზოგადად ქვეყანაში?

სითი პარკს მოვაშორებთო და უკეთესს შემოგთავაზებთო და ბევრად უარესი მოდელი მივიღეთ. სახელის გარდა არაფერი არ შეიცვალა… city park – ქალაქის პარკინგი.

ისე შეაზიზღეთ ხალხს თავი, რომ ნაციონალებს კი არა, თქვენს მოსაშორებლად ეშმაკსაც მისცემენ ხმას.
და ერთი წელი უშველის ამის დალაგებას? და ერთი წლის მერე რო ვერ დალაგდება მერე რას იზამთ ბატონო?”