გია ნიკოლაძე: ” ცხოვრება წუთში ეტევა, ასეა ღმერთის ნება”

გია ნიკოლაძე: " ცხოვრება წუთში ეტევა, ასეა ღმერთის ნება"გიჯობს რაც იყო გიყვარდეს, ვიდრე რაც არის – გძულდეს, – აცხადებს მუსიკოსი და კომპოზიტორი გია ნიკოლაძე:

“ცხოვრება წუთში ეტევა,
ასეა ღმერთის ნება.
მხოლოდ სურათი დარჩება
ჩიტი კი გაფრინდება…
თავისუფლება წყურია
სულს თუ უფალი წყალობს…
თორემ თუ გალიაშია
ბულბულიც ვეღარ გალობს…
სოფელი წუთში ეტევა…
სიყვარული კი ვერა…
ცხოვრების ვადა წუთია,
სიყვარულის კი – ერა…
თუ გეწვია და დაგტოვა
გერჩივნოს მისი ქება…
გახსოვდეს სიძულვილია
იქვე რომ იმალება…
რაც დაგიტოვა იკმარე
რომ დაბრუნება სურდეს…
გიჯობს რაც იყო გიყვარდეს,
ვიდრე რაც არის – გძულდეს…”