30 ნოემბერი, 2018

ძვირფასი საჩუქარი ხელოვნების სასახლეს გიორგი გუნიას ოჯახისგან

ძვირფასი საჩუქარი ხელოვნების სასახლეს გიორგი გუნიას ოჯახისგანცნობილი ქართველი თეატრალური მხატვრის გიორგი გუნიას ოჯახისაგან საქართველოს ხელოვნების სასახლემ ძვირფასი საჩუქარი მიიღო. კერძოდ, მხატვრის მეუღლის მანანა ოდიკაძის ხელით ნაქარგი სუფრა, რომელიც ბაროკოს სტილის ორნამენტებშია შესრულებული.

საჩუქარი მაღალი დონის ხელოვნების ნიმუშს წარმოადგენს და თანამედროვე ქართული ქსოვილის ფონდში შესაბამის ადგილს დაიმკვიდრებს.

გუნიების ოჯახს ხელოვნების სასახლესთან ურთიერთობის დიდი ტრადიცია გააჩნია – მუზეუმში ინახება დიდი თეატრალური და საზოგადო მოღვაწის ვალერიან გუნიას არქივიც.

სასახლე დიდი მადლიერებით იღებს ძვირფას საჩუქარს.

ძვირფასი საჩუქარი ხელოვნების სასახლეს გიორგი გუნიას ოჯახისგან

ძვირფასი საჩუქარი ხელოვნების სასახლეს გიორგი გუნიას ოჯახისგან

ძვირფასი საჩუქარი ხელოვნების სასახლეს გიორგი გუნიას ოჯახისგან