9 ნოემბერი, 2018

ძველი თბილისის დამახინჯებას ბოლო არ უჩანს

ძველი თბილისის დამახინჯებას ბოლო არ უჩანსძველი თბილისი დედაქალქის უმნიშვნელოვანესი ნაწილია და მისი თითოეული კუთხე-კუნჭული მეტად ძვირფასია იმ ადამიანებისთვის, ვისაც თბილისი ნამდვილად უყვარს.

სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში არაერთი ფაქტია, როდესაც ისტორიულ ადგილას ყოვლად უსახურ და შეუფერებელ შენობა-ნაგებობებს დგამენ.

ნანა გეორგიანი ჭრელი აბანოების მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობის ფოტოს ავრცელებს, რომელიც ულამაზესი ძველი თბილისის ფონს აფუჭებს:

“აქაც დაუმშვენებიათ ფონი… ძველ თბილისში ადგილს არ ტოვებენ თავიანთი კვალი რომ არ დატოვონ?
,,დავალებული ინწილიგენტები” კი, რომელთათვის დღემდე მხოლოდ ,,ტრუბები” და ,,ველოსიპედი” ეფარება და ამახინჯებს ძველი თბილისის ისტორიული ხედებს, მორჩილად ძალ-ღონეს არ იშურებენ დრო გაუხანგრძლივონ

ისტორიული თბილისის პანორამული საფრთხის – ,,ახირებული” ,,პანორამა-თბილისის” პროექტის დაუბრკოლებლად გაგრძელებას.”