უკვე დიდი ხანია რიგითი მოქალაქეები ითხოვენ დააბრუნონ საქართველოს სკოლებში იაკობ გოგებაშვილის “დედა ენა”. ამ მოთხოვნით არაერთი პეტიცია გავრცელდა, რომლებსაც ათასობით ადამიანმა მოაწერა ხელი.
ზაზა გაბუნიამ კი ყველასთვის სასიხარულო ინფორმაცია გაავრცელა:
“ახალი საკანონმდებლო ინიციატივით, “დედა ენა” კანონის დონეზე ხდება ხელშეუხებელი! ინიციატივა, ჩვენი გუნდის სახელით მე და მარიამ ჯაშს გვეკუთვნის.
გილოცავთ ყველას, ვისაც ასე ადარდებდა ჩვენი უნიკალური საგანძურის ბედი!”