26 ნოემბერი, 2018

“დედა ენა” ხელშეუხებელი კანონის დონეზე ხდება

"დედა ენა" ხელშეუხებელი კანონის დონეზე ხდებაუკვე დიდი ხანია რიგითი მოქალაქეები ითხოვენ დააბრუნონ საქართველოს სკოლებში იაკობ გოგებაშვილის “დედა ენა”. ამ მოთხოვნით არაერთი პეტიცია გავრცელდა, რომლებსაც ათასობით ადამიანმა მოაწერა ხელი.

ზაზა გაბუნიამ კი ყველასთვის სასიხარულო ინფორმაცია გაავრცელა:

“ახალი საკანონმდებლო ინიციატივით, “დედა ენა” კანონის დონეზე ხდება ხელშეუხებელი! ინიციატივა, ჩვენი გუნდის სახელით მე და მარიამ ჯაშს გვეკუთვნის.

გილოცავთ ყველას, ვისაც ასე ადარდებდა ჩვენი უნიკალური საგანძურის ბედი!”