22 ნოემბერი, 2018

დავით ალადაშვილის უმნიშვნელოვანესი გზავნილი

დავით ალადაშვილის უმნიშვნელოვანესი გზავნილიცნობილმა ქართველმა პიანისტმა, ჯულიარდის სკოლის კურსდამთავრებულმა დავით ალადაშვილმა ევროსაბჭოში მსოფლიო დემოკრატიის ფორუმის მიმდინარეობისას რუსეთის ოკუპაცია საჯაროდ გააპროტესტა.

სიტყვით გამოსვლისას პიანისტმა განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე რუსები უკანონოდ მოქმედებენ და ე.წ. საზღვრებს ავლებენ. პიანისტმა საქართველოში ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეების უფლებების დარღვევებზეც ისაუბრა.

სხდომათა დარბაზში მყოფმა ქართველებმა ოკუპაციის საწინააღმდეგო ბანერები წარწერით – „საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ“ და „აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოა“ გაშალეს.