Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ბერნარდო ბერტოლუჩი გარდაიცვალა

26 ნოემბერი, 2018

ბერნარდო ბერტოლუჩი გარდაიცვალაცნობილი იტალიელი რეჟისორი და დრამატურგი ბერნარდო ბერტოლუჩი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ინფორმაცია იტალიურმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს. რეჟისორის გარდაცვალების მიზეზი სიმსივნე გახდა.

ბერნარდო ბერტოლუჩი მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული კინოპრემიების – „ოსკარი,“ „ოქროს გლობუსი,“ „ოქროს ლომი“ ლაურეატი იყო.

1987 წელს ბერნარდო ბერტოლუჩიმ გადაიღო ფილმი „უკანასკნელი იმპერატორი“, ბიოგრაფიული ფილმი ჩინეთის უკანასკნელი იმპერატორის პუ ის შესახებ. ეს ფილმი ოსკარების გადაცემის ცერემონიალზე დაჯილდოვდა იმ ცხრავე პრიზით, რაზეც წარდგენილი იყო – საუკეთესო ფილმი, საუკეთესო რეჟისორი, საუკეთესო ადაპტირებული სცენარი, საუკეთესო ოპერატორული ნამუშევარი, საუკეთესო მონტაჟი, საუკეთესო კოსტუმების დიზაინი, საუკეთესო მხატვრული გაფორმება, საუკეთესო ორიგინალური მუსიკა, საუკეთესო ხმის ეფექტები.