30 ნოემბერი, 2018

ამირან შალიკაშვილს გერმანიაში სპექტაკლი მიუძღვნეს

ამირან შალიკაშვილს გერმანიაში სპექტაკლი მიუძღვნეს საქართველოში პანტომიმის ჟანრის ფუძემდებელს და პანტომიმის თეატრის დამაარსებელს ამირან შალიკაშვილს გერმანიაში სპექტაკლი მიუძღვნეს.

ეკატერინე რობაქიძე, მსახიობი:

“სამწუხარო ამბავია! საქართველო დაემშვიდობა ქართული პანტომიმის ფუძემდებელს, ამირან შალიკაშვილს.

პრემიერა აქვს “storydance”-ს. მის შემოქმედებაზე აღმოცენებულ პატარა, მაგრამ წარმატებულ თეატრს გერმანიაში.

ბატონო ამირან, ამ წარმოდგენას გიძღვნით თქვენ – მითუმეტეს, რომ “MON AMOUR“ ჰქვია, თქვენი ნიჭის უკვდავსაყოფად.

გმადლობთ და სამუდამო აპლოდისმენტები თქვენ ჩვენგან. თქვენი უჩა ბირკაძე, ზვიად ჯაოშვილი და ეკატერინე რობაქიძე.”