24 ნოემბერი, 2018

ამირან შალიკაშვილი გარდაიცვალა

ამირან შალიკაშვილი გარდაიცვალაგამოჩენილი რეჟისორი, მსახიობი, ქართული პანტომიმის ჟანრის ფუძემდებელი და პანტომიმის თეატრის დამაარსებელი ამირან შალიკაშვილი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ 79 წლის ასაკში გარდაიცვალა.

სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება საქართველოს სახელმწიფო პანტომიმის თეატრში – სამშაბათს და ოთხშაბათს 16:00 საათზე.
გამოსვენება – ხუთშაბათს 14:00 საათზე.