10 ოქტომბერი, 2018

ვანის ქვაბები ტურისტებისთვის დაიკეტება

ვანის ქვაბები ტურისტებისთვის დაიკეტებავანის ქვაბების უდაბნო-მონასტერი, რომელიც VIII-XVI საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრებისა და კულტურის ძეგლია, ტურისტებისთვის დაიკეტება.

ეს გადაწყვეტილება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ილიაუნის სპეციალისტების პირველადი დასკვნის საფუძველზე მიიღო.

დასკვნიდან ცნობილი ხდება, რომ ტერიტორიაზე გადაადგილება საშიშია. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება დაზიანებული ადგილები ჩამოინგრეს.