9 ოქტომბერი, 2018

უმაღლესი ქულებით შეფასებული ირაკლი მაქაცარიას ცეკვა

უმაღლესი ქულებით შეფასებული ირაკლი მაქაცარიას ცეკვაუკრაინული “ცეკვავენ ვარსკვლავების” მეხუთე სეზონი ფინალს უახლოვდება. შოუში დარჩენილი მონაწილეები სულ უფრო მეტად ღელავენ და ყველაფერს აკეთებენ გამარჯვებისთვის.

გამონაკლისი არც ქართველი კონკურსანტი ირაკლი მაქაცარიაა. “ცეკვავენ ვარსკვლავების” მეშვიდე კვირაში მას შესაძლებლობა მიეცა თავისი კერპის მაიკლ ჯექსონის სიმღერაზე ეცეკვა.

როგორც მოსალოდნელი იყო, ირაკლიმ და მისმა მეწყვილემ იანა ზაეცმა საუკეთესოდ იცეკვეს და ჟიურის სამივე წევრისგან უმაღლესი შეფასება – 30 ქულა მიიღეს.

ირაკლიმ ეს ცეკვა დედას მიუძღვნა, რომელიც შვილს დარბაზიდან გულშემატკივრობდა.