28 ოქტომბერი, 2018

“ცეკვავენ ვარსკვლავების” მონაწილეები საგანგებო განცხადებას ავრცელებენ

"ცეკვავენ ვარსკვლავების" მონაწილეები საგანგებო განცხადებას ავრცელებენ“ცეკვავენ ვარსკვლავების” მონაწილეები სპეციალურ განცხადებას ავრცელებენ და ტელეკომპანია “იმედის” ხელმძღვანელობას საჯაროდ მიმართავენ:

“ცეკვავენ ვარსკვლავების” მონაწილეები, მოცეკვავეები და შემოქმედებითი ჯგუფი ვაქვეყნებთ ერთიან განცხადებას: მოვითხოვთ ტელეკომპანია იმედის ხელმძღვანელობამ სამსახურში აღადგინოს ყველა გაშვებული თანამშრომელი, ვინაიდან ვთვლით, რომ მათი გაშვება მოხდა უსამართლოდ და პროექტში უხეშად ჩარევის ფორმით.

უსამართლოდ პროექტიდან გაშვებულთა შორისაა პროექტის ხელმძღვანელიც. ვთვლით, რომ ეს არის შემოქმედებითი ჯგუფის საქმიანობისთვის ხელოვნურად ხელის შეშლა და გარკვეული პირების ინტერესების გატარება პროექტის საწინააღმდეგოდ.

ასევე მოვითხოვთ ტელეკომპანიის მფლობელებთან და არა დირექტორატთან შეხვედრას. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ ვაპირებთ პროექტში დარჩენას.”