20 ოქტომბერი, 2018

თამაზ ჭილაძე: “ღმერთის საჩუქრები ყოველთვის უცნაურობით გამოირჩევა”

თამაზ ჭილაძე: "ღმერთის საჩუქრები ყოველთვის უცნაურობით გამოირჩევა"ასე ფიქრობდა მწერალი, პოეტი და დრამატურგი თამაზ ჭილაძე და თავის მოსაზრებას საკმაოდ არგუმენტირებულადაც ხსნიდა:

“ღმერთს მაინცდამაინც არ უყვარს საჩუქრების დარიგება და თანაც მისი საჩუქრები ყოველთვის უცნაურობით გამოირჩევა.

მაგალითად, გაჩუქებს უდაბნოს ან სალ კლდეებს, დაარქმევს მას შენს სამშობლოს და არ არსებობს ქვეყნად რაიმე, თუნდაც, სამოთხე, რომელზედაც ამ უდაბნოსა და სალ კლდეებს გაცვლი, თუკი, რასაკვირველია, მართლაც გესმის ღმერთის საჩუქრის მნიშვნელობა….”