3 ოქტომბერი, 2018

სოფო ტოროშელიძის მთავარი სათქმელი საზოგადოებას

სოფო ტოროშელიძის მთავარი სათქმელი საზოგადოებას– ყველაფერი იმის შესახებ, რაც დაგროვდა… რისი თქმაც მინდოდა… რაც მაწუხებდა, – მომღერალმა სოფო ტოროშელიძემ ასე დაასათაურა თავისი ახალი სიმღერა და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი.

მომღერალმა ახალი კლიპით საზოგადოებას გამოღვიძებისკენ და იმ უმთავრეს პრობლემაზე ხმის ამოღებისკენ მოუწოდა, რასაც დაბინძურებული გარემო ჰქვია.

“ინსომნია” – ასე ეწოდება სიმღერას, რომლის მელოდიის და ტექსტის ავტორიც თავად არის. სიმღერას კი სოფო მანანიკო ცენტერაძესთან ერთად ასრულებს.