ლევან როსტოშვილი, იგივე როსტო მაყურებელმა “ნანუკას შოუდან” გაიცნო. მოგვიანებით ”ცეკვავენ ვარსკვლავებში” მიიღო მონაწილეობა და სალომე ჭაჭუასთან ერთად იცეკვა.
სუსტი სქესის წარმომადგენლებში პოპულარული როსტო ამჟამად პატიმარია. იგი ნარკოდანაშაულისთვის 2 წლის წინ დააკავეს.
ნანუკა ჟორჟოლიანი საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს ლევან როსტოშვილის შეწყალებისკენ მოუწოდებს:
“ბატონო პრეზიდენტო, შეიწყალეთ ლევან როსტოშვილი. მხოლოდ იმიტომ კი არა, რომ ჩემი მეგობარია, ბრალი აღიარა, სასჯელის ნახევარი მოიხადა, მისი პირველი პატიმრობაა.
კომისიის ყველა წევრმა ორჯერ მოაწერა ხელი მის შეწყალებას. ციხე რეკომენდაციას გაძლევთ, მასზე, როგორც კარგი ყოფაქცევის პატიმარზე. იქნებ მისცეთ შანსი, ცხოვრება თავიდან დაიწყოს.”