1 ოქტომბერი, 2018

შარლ აზნავური გარდაიცვალა

შარლ აზნავური გარდაიცვალამომღერალი, კომპოზიტორი და მსახიობი შარლ აზნავური 94 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ფრანგ ფრენკ სინატრად წოდებულმა ხელოვანმა 80-წლიანი კარიერის განმავლობაში 180 მილიონი ფირფიტა გაყიდა, 60-მდე ფილმში მიიღო მონაწილეობა და ჰოლივუდის დიდების ხეივანში სახელობითი ვარსკვლავიც დაიმსახურა.

შარლ აზნავურის მამა საქართველოში დაბადებული სომეხი იყო. თავად მომღერალი საქართველოში რამდენიმე წლის წინ იმყოფებოდა. მან ახალციხეში, რაბათის გახსნაში მიიღო მონაწილეობა და კონცერტი გამართა.