Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

შანიძის ქუჩაზე ხელით გათლილი ბორდიურის ქვები ამოყარეს

19 ოქტომბერი, 2018

შანიძის ქუჩაზე ხელით გათლილი ბორდიურის ქვები ამოყარეს– არ ესმით რომელ დეტალებში იმალება ქალაქის სული, – აცხადებს კახა ხიმშიაშვილი და ძველ თბილისში დღემდე შემორჩენილ წინა საუკუნეში ხელით გათლილი ტროტუარის ბორდიურის ქვების ამოყრას აპროტესტებს:

“შანიძის ქუჩაზე XX საუკუნის დასაწყისში ხელით გათლილი და აქამდე მშვენიერ დღეში მყოფი ტროტუარის ბირდიურის ქვის ქვები ამოყარა მერიამ და დახერხილი, უსული ბორდიურებით გვიცვლის.

არ აქვთ ამათ ისტორიზმის გრძნობა, არ აქვთ ესთეტიზმის გრძნობა, არ ესმით რომელ დეტალებში იმალება ქალაქის სული.”

შანიძის ქუჩაზე ხელით გათლილი ბორდიურის ქვები ამოყარეს

შანიძის ქუჩაზე ხელით გათლილი ბორდიურის ქვები ამოყარეს