12 ოქტომბერი, 2018

“საშიში დედა” ევროპული კინოაკადემიის რჩეულია

"საშიში დედა" ევროპული კინოაკადემიის რჩეულიაევროპულმა კინოაკადემიამ ის 6 დებიუტანტი რეჟისორი დაასახელა, რომლებმაც საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმები გადაიღეს.

6-კაციანმა კომიტეტმა 3500 კანდიდატს შორის საუკეთესო ფილმები შეარჩია. მათ შორისაა ანა ურუშაძის “საშიში დედა”, რომელიც საუკეთესო ექვსეულში შევიდა. ფილმი არაერთი საერთაშორისო კონკურსისა და ფესტივალის გამარჯვებულია. საქართველომ ანა ურუშაძის ფილმი ოსკარზეც წარადგინა.

ევროპული კინოაკადემია გამარჯვებულს პრიზით 15 დეკემბერს სევილიაში დააჯილდოვებს.