12 ოქტომბერი, 2018

საყდრისიდან მოპოვებული არტეფაქტები ფრანკფურტში

საყდრისიდან მოპოვებული არტეფაქტები ფრანკფურტში ფრანკფურტში ქართული კულტურა მრავალფეროვანი პროგრამით არის წარმოდგენილი.

ჟურნალისტი სალომე ასათიანი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ფრანკფურტში საყდრისიდან მოპოვებული არტეფაქტებია წარმოდგენილი. იმ საყდრისიდან, რომელიც ხელისუფლებამ ააფეთქა:

“ფრანკფურტში მიმდინარე ქართული ლიტერატურის დღეებთან ერთად, როგორც ვიცი, არქეოლოგიის მუზეუმშიც იმართება საქართველოს გამოფენა, სადაც, მათ შორის, საყდრისიდან მოპოვებული არტეფაქტებია წარმოდგენილი – იმის დასტურად, რომ საქართველო ოქროს მოპოვების უძველესი კერაა. იმ საყდრისის, რომელსაც 2014 წლის დეკემბერში განაჩენი გამოუტანეს, ააფეთქეს და გაანადგურეს.

კულტურის სამინისტრომ მაშინ ერთი არასრული სამუშაო დღის განმავლობაში განახორციელა 17 მოქმედება და მიიღო 4 გადაწყვეტილება, რამაც საფუძველი შეუქმნა ძეგლის აფეთქებას მომდევნო დილას.

ქართული კულტურის წარმოჩინების კარგი ამბები როცა ლეგიტიმურად გვიხარია, ეს ამბავიც არ დაგვავიწყდეს. როგორ ეპყრობა სახელმწიფო კულტურულ მემკვიდრეობას, რომელსაც არა მხოლოდ ლოკალური, არამედ გლობალური მნიშვნელობა აქვს.”