2 ოქტომბერი, 2018

“რკონის ხიდი ერთხელაც ჩაინგრევა და დატრიალდება უბედურება”

"რკონის ხიდი ერთხელაც ჩაინგრევა და დატრიალდება უბედურება"რკონში უამრავი ადამიანი მიდის ესქსკურსიაზე, თუმცა ძალიან ცოტამ თუ იცის, რომ ჯიდს ორ ადგილას ბზარი აქვს და მასზე ბევრი ხალხის გადასვლა და მით უმეტეს ხიდზე ხტუნვა სასტიკად აკრძალულია.

ნიკო ჯავახიშვილი:

“მეგობრებო, კლუბის ლიდერებო და ხელმძღვანელებო, ძალიან გთხოვთ, რკონში ექსკურსიისას ბევრი ხალხი ამ საცოდავ ხიდზე ნუ გაჩერდებით, ბზარი აქვს ორ ადგილას და წყალასაც კარგა გვარიანად ატარებს.

ხოდა, ერთხელაც ჩაინგრევა და დატრიალდება უბედურება, (ყველას ჯვარი გეწეროთ). მაგის გარდა კიდევ, ხიდი და მის ისტორიაა ცოდო, მაგ ხეობაში 18-დან ეგ ერთიღაა შემორჩენილი. გავუფრთხილდეთ, გთხოვთ და გაითვალიწინეთ ლიდერებო და ორგანიზატორებო.

გთხოვთ ჩემო კარგო ხალხო.

მინაწერი: კიდევ ზედ ნუ ხტუნაობთ ბევრნი (ჯგუფურად ანუ).”